ახალი ამბები
"ის ყოველდღიურად ზრუნავდა ქალაქის სისუფთავეზე" - ქუთაისის მერი ავარიაში გარდაცვლილ მეეზოვეზე
FaceBook
ქუთაისის მერი შოთა მურღულია "ააიპ სპეციალური სერვისების" თანამშრომლის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩვენს ქალაქში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა ააიპ ,,სპეციალური სერვისების" თანამშრომელი. დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ მაყვალა ფინთიხაშვილის გარდაცვალების გამო. ის ყოველდღიურად ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავდა და ღირსეულად, მაღალი პასუხისმგებლობით, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქალაქს. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ. დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი თვითმმართველობა გაიღებს," - ამბობს მურღულია.

ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომელი, 60 წლამდე ასაკის მეეზოვეს სიცოცხლე სამუშაო პროცესში, ქუთაისში გუშინ მომხდარმა ავარიამ იმსხვერპლა.

ავტომობილის მძღოლი თავად ჩაბარდა პოლიციას.

ამავე თემაზე:

მძღოლი, რომელმაც ქუთაისში მეეზოვეს სიცოცხლე იმსხვერპლა პოლიციას თვითონ ჩაბარდა.


ქუთაისში, ავტოავარიით გარდაცვლილი მეეზოვის დაკრძალვის ხარჯებს "სპეციალური სერვისები" დაფარავს


Print