ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 7 აგვისტოს შესაძლოა, 41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდეს
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართვრლოში დღეს 7 აგვისტოს შესაძლოა ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწიოს.


სინოპტიკოსების  ვარაუდით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა  ზემო იმერეთში  იქნება,  ხოლო დაბლობში და სანაპირო რაიონებში 37 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

"დღეს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, ზემო იმერეთში იქნება განსაკუთრებით სიცხე. 8, 9, 10 აგვისტოს ველოდებით ტემპერატურის 2 გრადუსით დაკლებას, თუმცა, სიცხე კვლავ შენარჩუნდება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, 11 აგვისოტოდან დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

Print