ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა იმატა
FaceBook
2017 წლის ივლისის თვეში აეროპორტი 188 რეისი შესრულდა.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 49,092 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 67% - ით მეტია.

"69% -ით არის გაზრდილი ჩვენი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც," - ამბობენ ქუთაისის აერთაშორისო აეროპორტში.ქუთაისის დავით

აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის გაზარდას დაბალბიუჯეტიანი ავიარეისებითა და საზაფხულო სეზონით ხსნიან.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ამ ეტაპზე: ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკასა და სოფიას,ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავისა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.

ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საშუალო კლასის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, სასტუმრო 50 ადგილიანი იქნება და მას დეველოპერული კომპანია GDG ააშენებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისი დაემატა


ქუთაისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის



Print