ახალი ამბები
იტალიაში საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა
FaceBook
იტალიაში, ქალაქ რიმინში გამართული საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები მონაწილეობენ, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

როგორც ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ განმარტა, მიზეზი აგვისტოს მოვლენები და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია გახდა. ამ ჟესტით ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოს მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

"აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია ორგანიზატორებს ჩვენგან მიეწოდათ და მათაც გადაწყვიტეს საქართველოს ჰიმნით გაეხსნათ ფესტივალი", - აღნიშნა ნატა პატარიძემ.

ფესტივალზე პირველი ნომრებიც ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. 

რიმინის საერთაშორისო ფესტივალი 4-10 აგვისტოს ჩატარდება და მაში 17 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

Print