ახალი ამბები
ავღანეთში დაღუპული, ზესტაფონში მცხოვრები ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
FaceBook
ავღანეთში დაღუპული, ზესტაფონში მცხოვრები ჯარისკაცი მდინარო ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიას ოჯახთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.
დაღუპული სამხედროს ცხედარს აეროპორტიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში გადაასვენებენ.

გარდაცვლილი სამხედრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ სანახშირეს მკვიდრია.მდინარი ბებიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
"ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა მას საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. ოქტომბერში უწევდა ჩამოსვლა და ველოდებოდით", - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს ოჯახის ახლობელმა.


ეკა დუგლაძე
Print