ახალი ამბები
80 წლის ქუთაისელ პედაგოგს ქალაქის მერმა მასტერკლასების ჩატარება შესთავაზა
FaceBook
80 წლის იუბილე ქუთაისელ პედაგოგს, გულო ყიფიანს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ქალაქის მერმა იუბილარი მერიის შენობაში მიიღო და ყვავილები და ხატი გადასცა. მერის თქმით, პედაგოგების შრომა დაუფასებელია, რადგან მათზეა დამოკიდებული მომავალი თაობების აღზრდა.
გულო ყოფიანი 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მხატვრული კითხვის პედაგოგად. ის ასევე, მხატვრული კითხვის მეთოდიკაში ლექციებს კითხულობდა ქუთაისის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე, ხოლო მუსიკალურ ტექნიკუმში ასწავლიდა მეტყველების კულტურას.
შოთა მურღულიამ იუბილარს ქუთაისელი პედაგოგებისთვის მეტყველების კულტურაში მასტერკლასების ჩატარება შესთავაზა.
გულო ყიფიანს მინიჭებული აქვს წარჩინებული პედაგოგის წოდება, არის სამგზის ლაურეატი, დაჯილდოებულია ოქროს მედლებითა და დიპლომებით.
გულო ყიფიანს 2006 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
თეკლე მორგოშია
Print