ახალი ამბები
მძღოლი, რომელმაც ქუთაისში მეეზოვეს სიცოცხლე იმსხვერპლა პოლიციას თვითონ ჩაბარდა
FaceBook
ქუთაისში, ავტოავარიამ  ხანშიშესული მეეზოვეს სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელიც ააიპ  "სპეციალური სერვისების" თანამშრომელი იყო.  
ააიპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ 60 წლამდე ასაკის ქალბატონს ავტომანქანა ქუჩის დალაგების დროს დაჯახა

"დალაგების დროს გადაადგილდებოდა და ავტომობილი დაეტაკა. სამწუხაროდ ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.

მისივე თქმით, ავტომობილის მძღოლმა თავად დაურეკა სასწრაფოს, ასევე თავად ჩაბარდა პოლიციასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


Print