ახალი ამბები
უსაფრთხოების დამრღვევი კომპანიები, შესაძლოა, 50 ათასი ლარით დაჯარიმდნენ
FaceBook
საქართველოში შრომის უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა 50 ათას ლარამადე გაიზარდოს. 
"სანქციის ზღვარის გაზრდის საკითხზე შრომის უსაფრთხოების" კანონთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა.

ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა, რომ სანქცია უნდა იყოს რეალური და მისი გადახდა არ იყოს მარტივი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლისთვის.

"სანქცია საბოლოოდ რამდენი იქნება ჯერ არ ვიცით მაგრამ მნიშვნელოვნად რომ გაიზრდება ამაზე შევთანხმდით სამუშაო შეხვედრაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი მიიღებს",  - ამბობს ცქიტიშვილი.

დღეს არსებული კანონპროექტით, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, 50-დან 5000 ლარამდე სანქციებს ითვალისწინებს.  მაქსიმალური კი,  5000 ლარიანი ჯარიმაა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტით, 2019 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება უნდა მიენიჭოს.

შეხვედრაზე, სადაც შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული სახდელების ზომების და ჯარიმების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს, მომდევნო სამუშაო შეხვედრა საშემოდგომო სესიის დაწყებამდე დაგეგმეს. სადაც ძირითადი საკითხი  სანქციების და ჯარიმების პოზიციების შეჯერება იქნება.

საქართველოში საწარმოო ტრამვებით ბოლო ერთი თვის მანძილზე 5 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და უფლებადამცველები ამ ვფაქტებს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას უკავშირებენ.


Print