ახალი ამბები
"შორტის და კაბის გამო, პატრული რანაირად გამოგვეძახებინა" - ქურდობა მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე
FaceBook
ქუთაისში,  ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. მეორადი ტანსაცმლის ბაზარზე შორტი და კაბა მოიპარეს.
ქურდობის ფაქტზე "ქუთაისიპოსტთან" თავად მეორადი ტანსაცმლების  გამყიდველები ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქურდობის ბოლო ფაქტი ქუთაისის ბაზარზე ერთი კვირის წინ დაფიქსირდა.

"ორ-ორად დადიან გოგოები. არ ვიცოდი ქალებიც თუ ქურდობდნენ ასე აქტიურად. რჩევა-რჩევაში ტანსაცმელებს ჩანთაში ილაგებენ, ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები," - ამბობს მეორადი ბაზრის ერთ-ერთი რეალიზატორი.

მეორადი ბაზრის მოვაჭრეები განმარტებით  მათ  ქირდობის ფაქტზე  საპატრულო პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ. 


"ორი შორტის და  კაბის გამო, პატრული რანაირად გამოგვეძახებინა, ჩვენ კი, ვზარალდებით," -  განმარტავენ მოვაჭრეები. 

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზია შპს "ოაზისი 2002" საკუთრებაშია. ამ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ბაზრობაზე დაახლოებით 300-მდე მეწარმეზეა გაიჯარებული.


Print