ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" ოფიციალურად ახალ ინვესტორს გადაეცა
FaceBook
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ახალ ინვესტორს, ზაალ ჩაჩავას ოფიციალურად გადაეცა.
ჩაჩავასთან  ხელშეკრულება მიმდინარე წლის 13 ივლისს გაფორმდა. ინფორმაციას ადასტურებენ ქუთაისის მერიაშიც.

კლუბის ოფიციალურად გადაცემიდან მალევე, ზაალ ჩაჩავამ პოსტიდან გაათავისუფლა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე და იგი მამუკა მოსიაშვილით ჩაანაცვლა, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ხაშურის გამგებელი, მთაწმინდა-სოლოლაკი-ორთაჭალის მუნიციპალიტეტის უფროსი და მუშაობდა საჯარო სამსახურში რამდენიმე თანამდებობაზე.

თავად, ზურაბ ჩაკვეტაძე ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორად დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ იგი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებდა, რომ დირექტორის პოსტიდან ჩამოშორების მიუხედავად,  კლუბში რჩებოდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით იგი კლუბში არც ერთ პოსტზე არ დანიშნულა. ზურაბ ჩაკვეტაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ  აუქციონზე შეიძინა.

კომპანია, რომელმაც კლუბი იყიდა, ზაალ ჩაჩავას მამის, მალხაზ ჩაჩავას სახელზე იყო დარეგისტრირებული. 

"ტორპედო" ქუთაისის მერიამ აუქციონზე მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩაჩავამ, რომელიც კლუბში "ვისოლის" შემდეგ ინვესტორად შევიდა, ქუთაისის  მერიასთან შეუთანხმებლობის გამო კლუბი დატოვა. 

კლუბის აუქციონზე გატანის შემდეგ, "ტორპედოში" ღიად საუბრობდნენ, რომ მისი შეძენით კლავ ჩაჩავა იყო დაინტერესებული. საბოლოოდ მან კლუბი 300 000 ლარად შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში

„ტორპედო“ შესაძლოა 300 000 ლარად გაიყიდოს



Print