ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირებული ქულების გასაჩივრება
აბიტურიებებს მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან შეეძლებათ.
სააპელაციო განაცხადები 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00
საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და
www.naec.gov.ge მიიღება
ამიტომ აბიტურინეტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და შეცვლა
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
მიმდინარე წლის 27 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების 
ზოგადი უნარებისგამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. 
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტების პირველადი
შედეგების მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის 
ზღვარი 5000-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა. 
გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ყველა გამოცდის
შედეგების სტატისტიკური ანალიზი სააპელაციო პროცესისი დასრულების
შემდეგ გამოქვეყნდება.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები