ახალი ამბები
"კინო „საქართველო“ სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას" - შოთა მურღულია
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, კინოთეატრი "საქართველო" ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს.
ოთხწლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შოთა მურღულიამ იმ მოვლენებზეც ისაუბრა, რომელიც კინოს გახსნას  უძღოდა წინ. მისი თქმით, კინოთეატრის ერთ მხარეს დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის, ხოლო,  მეორე მხარეს "ფლამინგოს" უკვე არსებული შენობის ალტერნატიულ ადგილებზე გადატანა ღირდა, იმის მიუხედავად, რომ ეს მმართველი გუნდისთვის არაპოპულარული ნაბიჯი იყო. 

"ეს შესაძლოა იყო არაპოპულარული ნაბიჯი, რამაც ანტიპიარიც კი გამოიწვია ჩვენი მისამართით,  მაგრამ ღირდა, რადგან ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ქალაქს ჰქონოდა კინოთეატრი. სატესტო რეჟიმში უკვე იყო გახსნილი კინოთეატრი. სრულყოფილად კი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს მუშაობა",-განაცხდა შოთა მურღულიამ.

პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა 4 წლის განმავლობაში ქუთაისში განხორციელებული  პროექტები შეაჯამა. მისი თქმით, ქალაქში ბოლო დროს რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, შოთა მურღულიამ წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოციალური საცხოვრისის მოწყობა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა გამოყო.







Print