ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში ბინების განაწილება აგვისტოში დასრულდება
FaceBook
"აგვისტოს თვეში დასრულდება ბინების განაწილება სოციალურ საცხოვრისში", - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ოთხწლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პროცესი დასასრულისკენ მიდის და ბენეფიციართა განაწილება, შესაძლოა,  ერთი კვირის ვადაში დასრულდეს.

"პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია. შესაძლოა, ერთ კვირაშიც მოხდეს ბინების გადაცემა ბენეფიციარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი რაც ქუთაისში გაკეთდა",- განმარტა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, უსახლკაროებისთვის სოციალურ საცხოვრისში განსაზღვრული ბინების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

"გარდა იმ 48 ბინისა, რომელიც არის იქ, ამავე შენობაში კიდევ 30 ოთახია, რომლებიც,  შესაძლოა, დავიქირაოთ, შევისყიდოთ ან განვადებით ავიღოთ და დამატებით 30 ოჯახი დავაკმაყოფილოთ ბინით",- განაცხადა შოთა მურღულიამ.

პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა 4 წლის განმავლობაში ქუთაისში განხორციელებული  პროექტები შეაჯამა. მისი თქმით, ქალაქში ბოლო დროს რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, შოთა მურღულიამ წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოციალური საცხოვრისის მოწყობა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა გამოყო.

თუ როგორ გამოიყურება სოციალური საცხოვრისი, რომლისთვისაც 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ნახეთ ფოტორეპორტაჟი.

სად და რა პირობებში ცხოვრობენ ქუთაისში სოციალურად დაუცველები, რომლებიც თავშესაფარის მიღების მოლოდინში არიან, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.


ამავე თემაზე: 

"10 დღის წინ მოვინახულე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილი"- შოთა მურღულია
Print