ახალი ამბები
ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი ზესტაფონიდან იყო
FaceBook
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას სამშობლოში 6 აგვისტოს გადმოასვენებენ.
გარდაცვლილი სამხედრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ სანახშირეს მკვიდრია.მდინარი ბებიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
"ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა მას საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. ოქტომბერში უწევდა ჩამოსვლა და ველოდებოდით." - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს ოჯახის ახლობელმა.

ეკა დუგლაძე
Print