ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებმა, ოთარ ხმელიძემ შიმშილობა შეწყვიტა და ბანკის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფით მიმართა.  

ოთარ ხმელიძეს თქმით, მისი მოთხოვნა უკვე  დააკმაყოფილეს.

მისი  განმარტებით,  ამ დროისთვის სარჩელის შეტანაზე მუშაობენ და მას ქუთაისის საქართველოში რამდენიმე დღეში შეიტანენ.

ის სარჩელით, პირგასამტეხლოს გაუქმებასა და თავდაპირველი ხელშეკრულების პირობების აღდგენას მოითხოვს. მისი თქმით, ის სასამართლოს გზით ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და სასურველი შედეგის სჯერა.

მას სამი დღის განმავლობაში "საქართველოს ბანკის"  ქუთაისის ფილიალის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი და ბანკს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ მომხმარებელს საქართველოს ბანკში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ერიცხება.

"აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და სესხის დროულად დაფარვის სხვადასხვა გზა შესთავაზა. ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას" განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო

შიმშილობის მეორე დღე - ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი პროტესტს აგრძელებს

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს

ქუთაისში, მოშიმშილე ახალგაზრდას სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოუძახეს
Print