ახალი ამბები
4 აგვისტოს, შოთა მურღულია ოთხწლიან მუშაობას პრესკონფერენციაზე შეაჯამებს
FaceBook
დღეს, ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ჟურნალისტებთან თავის მუშაობას პრესკონფერენციაზე ოთხწლიან შეაჯამებს. შეხვედრა 14:00 საათზე მერიის ადმინისტრაციული შენობის თეთრ დარბაზში  გაიმართება.

შოთა მურღულია 2013 წლის ნოემბერში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

2002-2012 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრში მუშაობდა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც, კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის, ილიას და თავისუფალ უნივერსიტეტებში.

მურღულია ქუთაისის მერად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 50,63%-მა დაუჭირა.რ დარბაზში გაიმართება. 


Print