ახალი ამბები
ოკუპაციის გასაპროტესტებლად მედიისა და NGO-ს წარმომადგენლები ქუთაისიდან გაემგზავრებიან
FaceBook
არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გააპროტესტებენ.

ისინი საოკუპაციო ზოლთან სოფელ ყარაფილაში შეიკრიბებიან.

მიკროავტობუსი ქუთაისიდან 7 აგვსიტოს დილას გავა. 

რუსეთ -საქართველოს შორის ომი 2008 წელს ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში დაიწყო. 

ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავადა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.
Print