ახალი ამბები
ქუთაისში, მოშიმშილე ახალგაზრდას სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოუძახეს
FaceBook
ქუთაისში მოშიმშილე ოთარ ხმელიძეს სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოუძახეს. 
ის მესამე დღეა შიმშილობს. მისი მეგობრების თქმით, ღამის 12 საათზე და გამთენიისას ექვს საათზე მათ მეგობარს სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახება დასჭირდა. 

"უღონოდ იყო და შეგვეშინდა რამე არ მოსვლოდა და ამიტიმ გამოვიხაძეთ სამედიცნო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც წამლები გამოუწერა", -  განმარატვენ მოშიმშილე ახალგაზრდის მეგობრები. 

ოთარ ხმელიძე საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს, რადგან მისი თქმით, გადასხმების გაკეთების შემდეგ, მას ეს დღეები შიმშილობაში არ ჩაეთვლება. 

მისი პროტესტი "საქართველოს ბანკიდან" გამოტანილი სესხიდან დაიწყო. 

ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22 ათას ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.

მან ბანკის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. ის ამბობს, რომ მასსა და "საქართველოს ბანკს" შორის დადებული მორიგეობის აქტით სახლი აუქციონზე ჩუმად გაიტანეს. ოთარ ხმელიძე გვიყვება, რომ მან ამის შესახებ სააუქციონო სახლიდან აცნობეს.

მან აღნიშნული ბანკიდან 17 500 ლარი შარშან აგვისტოში ისესხა. აქედან ექვსი თვის განმავლობაში მან 3 600 ლარი დაფარა. ორ თვე ნახევარში კი ჯარიმა 22 ათასი ლარი დაერიცხა.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ მომხმარებელს საქართველოს ბანკში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ერიცხება.

"აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და სესხის დროულად დაფარვის სხვადასხვა გზა შესთავაზა. ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას" განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო

შიმშილობის მეორე დღე - ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი პროტესტს აგრძელებს

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს
Print