ახალი ამბები
"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები, ოთარ ხმელიძე პროტეტს აგრძელებს. 

"დანებებას არ ვაპირებ", - ამბობს მოშიმშილე ახალგაზრდა. 

მას "საქართველოს ბანკის" წინ კარავი ისევ აქვს გაშლილი. ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22 ათას ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.

მან აღნიშნული ბანკიდან 17 500 ლარი შარშან აგვისტოში ისესხა. აქედან ექვსი თვის განმავლობაში მან 3 600 ლარი დაფარა. ორ თვე ნახევარში კი ჯარიმა 22 ათასი ლარი დაერიცხა.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ მომხმარებელს საქართველოს ბანკში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ერიცხება.

"აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და სესხის დროულად დაფარვის სხვადასხვა გზა შესთავაზა. ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას" განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო

შიმშილობის მეორე დღე - ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი პროტესტს აგრძელებს
Print