ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ ნიკეაზე გზის საფარი შეაკეთეს
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გადათხრილი გზის საფარი შეკეთდა.  
ტერიტორიაზე გზა "ქუთაისიპოსტზე"  მასალის გამოქვეყნებიდან ორ კვირაში მოაწესრიგეს. 

ნიკეას ქუჩის ცენტრალურ ტერიტორიაზე 9 თვის წინ დაგებული გზა წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო რამდენიმე ადგილზე ამოჭრეს და დატოვეს.

ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები გზის ხელახლა შეკეთებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ამოჭრილინ გზის მონაკვეთები გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა.

დაზიანებული გზის საფარის რეაბილიტაცია თურქულმა კომპანია "ესემკამ" მიმდინარე კვირას დაასრულა.

ახლადრეაბლიტირებული გზის გაჭრას ნიეკას ქუჩაზე არასწორად დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირებდნენ. ორი კომპანია "საქმილდამშენი" , რომელმაც ქუჩაზე გზა დააგო და "ესემკა", რომელმაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია ჩაატარა, ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით უპირისპირდებოდნენ.

"საქმილდამშენში" ამბობდნენ, რომ რეაბილიტირებული ქუჩის გადათხრა "ესემკას" დაგვიანებულმა სამუშაოებმა განაპირობა. თავის მხრივ "ესემკაში" კი ამბობდნენ, რომ გზის დაგება წყლის სისტემის მოწესრიგებამდე, "საქმილდამშენმა" იჩქარა.

ნიკეას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო.

რეაბილიტირებული ქუჩა 2016 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები მოეწყო.

ამავე თემაზე: რეაბილტაციიდან 9 თვეში დაზიანებული გზა ნიკეას ქუჩაზე (ვიდეო)
Print