ახალი ამბები
შიმშილობის მეორე დღე - ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი პროტესტს აგრძელებს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები, ოთარ ხმელიძე შიმშილობას აგრძელებს. 

მისი თქმით, მან მთელი ღამე "საქართველოს ბანკის" ფილიალის წინ დადგმულ კარავში გაათია.

ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22 ათას ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.

ის ბანკის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანსაც გეგმავს. ის ამბობს, რომ მასსა და "საქართველოს ბანკს" შორის დადებული მორიგეობის აქტით სახლი აუქციონზე ჩუმად გაიტანეს. ოთარ ხმელიძე გვიყვება, რომ მან ამის შესახებ სააუქციონო სახლიდან აცნობეს. 

"45 დღიან ვადაგადაცილებაში თუ ვერ გადაიხდიო, მერე ერთიანი გამოთხოვა იქნებაო და ხელშეკრულება შეგიწყდებაო. ეს კი მითხრეს, მაგრამ სადაც ეს მითხრეს ის კი არ მითხრეს 260 ლარი დამერიცხებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე", - ამბობს ოთარ ხმელიძე.

მან აღნიშნული ბანკიდან 17 500 ლარი შარშან აგვისტოში ისესხა. აქედან ექვსი თვის განმავლობაში მან 3 600 ლარი დაფარა. ორ თვე ნახევარში კი ჯარიმა 22 ათასი ლარი დაერიცხა.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ მომხმარებელს საქართველოს ბანკში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ერიცხება.

აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და შესთავაზა სხვადასხვა გზა სესხის დროულად დაფარვის. ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას" განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ოთარ ხმელიძემ შიმშილობა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაიწყო

ამავე თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო
Print