ახალი ამბები
2 აგვისტოს იმერეთის მუნიციპალიტეტებს დენის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ტყიბული: 02 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ "ნიკნეულას" 562 აბონენტს ქ. ტყიბულში ჩხეიძის, გაბრიაძის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ "საავადმყოფოს" 252 აბონენტს ზედუბანში, დაბაძველში, საწირეში. 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ "ცუცხვათის" 372 აბონენტს სოფელ ცუცხვათში და ოხომირაში.


ბაღდათი.
02 აგვისტოს 14:00-დან 16:00 საათამდე - ფიდერ "კიკნაველეთის" 780 აბონენტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნერგეეთი, ზეგანი და საკრაულა.

საჩხერე: 02 აგვისტოს 11:30-დან 14:30 საათამდე - ფიდერ "მერჯევის" 985 აბონენტს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერჯევი და ივანწმინდა.


ამბროლაური.:03 აგვისტოს 07:00-იდან 11:00 საათამდე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 3400 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში, სოფლებში ფუტიეთი, ზემო სხვავა, ძირაგეული, წესი და მიმდებარე სოფლებში.


აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print