ახალი ამბები
ქუთაისში ჭომის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ქუთაისში, ჭომის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დენის მიწოდება დილის 07:00-იდან 12:00 საათამდე 1 342 აბონენტს შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, ჭომის უბანში ლესელიძის ქუჩის გარდა, ელექტროენერგიის მიწოდება ჩანჩიბაძის, რუას, ქეთევან წამებულის და მიმდებარე ქუჩებსაც შეეზღუდება.

მათივე განცხადებით, დენის მიწოდება მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დილის 07:00-იდან 12:00 საათამდე ჯავახიშვილის, ნიკოლაძის, მეველის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, გველესიანის და მიმდებარე ქუჩებზეც შეიზღუდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, შეზღუდვა პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.



Print