ახალი ამბები
"ორი კვირა იმუშავეს და მერე მიატოვეს" - ნიკეაზე სტადიონების დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სტადიონის რეაბილიტაცია, ადგილობრივების განმარტებით, მიტოვებულია. საუბარია, ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევში N 13 ბინასთან მდებარე მინი სტადიონზე. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც, დაახლოებით  სამი კვირის წინ დაიწყო,  ნიკეას ქუჩის მცხოვრებლების თქმით, უკვე ერთი კვირაა მიტოვებულია.

"ორი კვირა იმუშავეს, მხოლოდ გაღებეს და მერე მიატოვეს. არ რის დახაზული სტადიონი და ასევე, არ დაამონტაჟეს ფარები," - ამბობს ნიკეაზე მცხოვრები ლიანა თორდია.

ადგილობრივები მიტოვებული სამუშაოების გარდა, ამ დროისთვის გაკეთებულსაც იწუნებ.

"თუ აკეთებენ ხარისხიანად და დროულად მოაწყონ სტადიონი," - ამბობენ ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამუშაოები არ არის მიტოვებული, რადგან სტადიონების რეაბილიტაცია სრულყოფილად წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოები, კი მიმდინარე წლი ივლისის დასაწყისში დაიწყო.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე 6 სათამაშო მინი მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში მოედნებზე გზის ასფალტით მოპირკეთება ხდება.
სპორტული მოედნები ნიკეას მე-2 შესახვევის ბინა N9, N21, N72/42, N60 და მე - 17 სკოლის მიმდებარედ N 1/2 ბინასთან ეწყობა.

სპორტული მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან ჯამში 210 ათასი ლარი იხარჯება.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში განმარტავენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები "გლობალ სტანდარტ მშენი" და "თეგიკა უნივერსალი" ასრულებენ. მათივე ინფორმაციით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.

ნიკეას მსგავსად, ქუთაისში მინი მოედნები სხვა ქუჩებზეც რეაბილიტირდება. მთელი ქალაქის მასშტაბით სულ 32 მოედანი მოეწყობა, რისთვისაც ჯამში 950 000 ლარი დაიხარჯება.


ამავე თემაზე:


ნიკეას ქუჩაზე სტადიონების მოსაწყობად მერია 210 ათას ლარს დახარჯავს


Print