ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ იაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოწესრიგდა
FaceBook
ქუთაისში, პ. იაშვილის ქუჩაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე ქსელი შეაკეთეს და ადგილზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოა.
იაშვილის ქუჩაზე განთავსებული მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხი მას შემდეგ შეაკეთეს, რაც პრობლემის შესახებ "ქუთაისიპოსტზე"  მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხი და დაზიანებული ავტომობილები ქუთაისში (ფოტო) გავიდა. 

ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე ქსელი ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლების მიერ რეაბილიტირდა.

კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ,  რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ არანაირი სამუშაოები არ შეუსრულებიათ და მათთვის უცნობია, თუ რატომ დაზიანდა სანიღვრე ქსელი.

"ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რატომ იყო ასე ეს სანიაღვრე ქსელი, თუმცა, ჩვენმა კომპანიამ მოსახლეობის მოთხოვნაზე რეაგირება მოახდინა და აღდგენითი სამუშაოები იმავე დღეს ჩავატარეთ," - ამბობს "ააიპ სპეციალური სერვისების" პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.

ქუთაისში, პ. იაშვილის ქუჩაზე განთავსებული მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხის გამო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე 4 ავტომობილი დაზიანდა.

დაუხურავად დატოვებულ ამოთხრილ სანიაღვრე ორმოში ავტომობილები ვარდებოდა, ადგილობრივები კი ქუჩაზე არსებული პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვდენ.


ამავე თემაზე:

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხი და დაზიანებული ავტომობილები ქუთაისში (ფოტო)

Print