ახალი ამბები
ქუთაისში სულ 2 665 პირველკლასელია დარეგისტრირებული
FaceBook

ქუთაისში, 2016-2017 სასწავლო წლისთვის სულ 2 665 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ქუთაისში მდებარე  38 საჯარო სკოლაში დარეგისტრირებულ პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო უფასო კომპიუტერები სასწავლო წლის დაწყებისთანავე გადაეცემს.

კომპიუტერების გადაცემის პროცესი უკვე დასრულდა იმერეთის რეგიონში.

ბაღდათში 232, ვანში 245, ზესტაფონში 680, თერჯოლაში 346, სამტრედიაში 606, საჩხერეში 498, ტყიბულში 229, ჭიათურაში 461, ხარაგაულში 179, ხონში 286 და წყალტუბოში 505, ხოლო ქუთაისში 2665 პირველკასელთათვის განკუთვნილი ბუკი გადაეცა.

საქართველოში სულ 50 341 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

 

 

Print