ახალი ამბები
ქუთაისში 2 665 პირველკლასელს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემა
FaceBook

ქუთაისის 38 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს დღეს, 31 ივლისს პირველკლასელთათვის განკუთვნილი 2 665 პორტაბელური კომპიუტერი გადასცეს.

ტექნიკა  განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა "სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის წარმომადგნლებმა გადასცეს.


პირველკლასელებს  კი, კუთვნილი ნოუთბუკები სწავლის დაწყების დღესვე გადაეცემათ.

"ქუთაისში ამ დროის მონაცემებით დარეგისტრირებულია 2665 პირველკლასელი. უკლებლივ ყველას გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები",  - განმარტა "სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო სოზიაშვილმა.

სპეციალურად პირველკასელთათვის და მათი პედაგოგებისთვის შექმნილი ბუკები უკვე დარიგდა იმერეთის ყველა რეგიონში.

ბაღდათში 232, ვანში 245, ზესტაფონში 680, თერჯოლაში 346, სამტრედიაში 606, საჩხერეში 498, ტყიბულში 229, ჭიათურაში 461, ხარაგაულში 179, ხონში 286 და წყალტუბოში 505 პირველკასელთათვის განკუთვნილი ბუკი გადაეცა.

ბუკების დარიგება პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის"- ფარგლებში 2011 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
საქართველოში წელს 50 341 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

 

Print