ახალი ამბები
შეკეთებიდან რამდენიმე დღეში გაპონოვის ქუჩაზე წყალი ისევ იქცევა
FaceBook
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე,  სადაც წყალი საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო იღვრებოდა, შეკეთებიდან სამ დღეში ისევ მწყობრიდან  გამოვიდა.

საუბარია, ადგილზე, სადაც  27 ივლისს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ პერფომანსი გამართა და წყალს "ფული" გაატანა. პრობლემის აღმოსაფხვრელად იმ დღესვე მივიდნენ, სადაც დაზიანებული მონაკვეთი შეაკეთეს. თუმცა, წყალი ისევ იღვრება.

"გოგი წულაის ბრიფინგიდან იმავე დღეს მოვიდნენ. გადათხარეს აქაურობა, გვეგონა რომ შეკეთდა და დავისვენეთ, დღეს დილით კი ისევ წყალი დაგვხვდა. ავტომობილები რომ მოძრაობენ პირდაპირ ესხმევა წყალი ჩვენს მარკეტს", - ამბობს გაპონოვის ქუჩაზე არსებული მარკეტის ერთ-ერთი თანამშრომელი. 



საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება და მოქალაქეებს ცხელ ხაზზე (0322930000) დარეკვისკენ მოუწოდებენ.

ამავე თემაზე:

გოგი წულაიამ "ფული" წყალს გაატანა (ვიდეო)

Print