ახალი ამბები
31 ივლისს 13 საათზე მათემატიკის ტესტის პასუხები გამოქვეყნდება
FaceBook

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის შედეგები გამოქვეყნდება.

მათემატიკის ტესტის შედეგების გაგებას აბიტურიენტების 13:00 საათზე შეძლებენ.

აბიტურიენტები გამოცების შედეგების ნახვას გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge -ზე საკუთარ მისამართზე შეძლებენ. ასევე, მაგთის, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა შედეგების გასაგებად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 93 333 და პასუხს მოკლეტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.

მიმდინარე წლის 27 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტების პირველადი შედეგების მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5000-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა.

Print