ახალი ამბები
2-დან 4 აგვისტომდე ტემპერატურა 38 გრადუსამდე აიწევს
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 31 ივლისს და 1 აგვისტოს გრილი ამინდი შენარჩუნდება.


სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატება 2 აგვისტოს დაფიქსირდება. სინოპტიკოსების თქმით, შესაძლოა 38 გრადუსამდე ტემპერტურის მატება.

" 2 აგვისტოს მოიმატებს ტემპრატურა, 3-ში უნდა ველოდოთ აღმოსავლეთის მიმართულების ქარს, სიცხე შენარჩუნდება 4 აგვისტოსაც. შესაძლოა ტემპერატურა იყოს 38 გრადუსიც",  - ამბობს გარმეოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტოდან შესაძლოა ტემპერატურამ 3-4 გრადუსით დაიკლოს , თუმცა დასავლეთ საქართველოში 6 აგვისტომდე უნალექო ამინდებაი მოსალოდნელი.

 

Print