ახალი ამბები
შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნილმა ჯგუფმა სამი თვის განმავლობაში 160-მდე საწარმო შეამოწმა
FaceBook
შრომითი უსაფრთხოების მიზნით მიმიდნარე წლის მაისში შექმნილმა მონოტორინგის ჯგუფმა წლის ბოლომდე შესამოწმებლი 400 ობიექტიდან სამი თვის განმავლობაში 160-მდე ობიექტი შეამოწმა.
"მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე შემოწმებული კომპანიების რემონიტორინგისა და გადამოწმების შემდეგ არის შემდეგი სურათი: 10% რეაგირების გარეშე ტოვებს  რეკომენდაციებს, 30-დან 40%-მდე სრულად ითვალისწინებს რეკომენდაციებს, 60%-ს უკვე ნაწილობრივ დაწყებული აქვს რეკომენდაციების შესრულება", - განგვიმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.
რაც შეეხება, სანქციებს, რომლიც უნდა გატარდეს რეკომენადაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ეს მანამ არ მოხდება ვიდრე
არ მოხდება იმ კანონის ძალაში შესვლა, რომელიც შრომით უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ითვალიწინებს.

"თანამედროვე სამყაროში, რომელიც სტანდარტებს და ნორმებს აწესებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, ბიზნესისთვის ეს არ არის თავს მოხვეული ვალდებულება, პირიქით ის არის ბიზნესის სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით ბიზნესისთვის გასაგები უნდა გახდეს, რომ ეს არის შეჯიბრება ბაზარზე და ამით საზოგადოებას უმტკიცებენ, თუ რამდენად მაღალი პასუხისმგებლობის ორგანიზაციას წარმოადგენენ. კანონის ძალაში შესვლამდე ჩვენ ასევე, ვთავაზობთ ამ პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს იმ დამსაქმებლებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ფლობენ ინფორმაციას არსებული ტექნიკური რეგულაციების შესახებ, რომელიც მოქმედია და ოპერატიულადაა შესასრულებელი დამსაქმებლისათვის. ვინაიდან 2006 წლიდან ეს სისტემა მოიშალა და არ დარჩა ისეთი უწყება, რომელიც ამის ზედამხედველი ორგანო გახდებოდა", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ელზა ჯგერენაიამ.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის  საიმისტროების ერთობლივი მონოტორინგის ჯგუფი მაისში მას შემდეგ შეიქმნა, რაც 9 მაისს ტყიბულში  მინდელის შახტაში 4 ადამიანი დაიღუპა.



თეონა ჯანელიძე




Print