ახალი ამბები
ხარაგაულში ჩამონგრეულ გვირაბში მუშაობა განაახლეს
FaceBook
ხარაგულში ჩამოშლილ სარკინიგზო გვირაბში მუშაობა დღეს განახლდა.

როგორც ადგილზე დასაქმებულები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობენ, ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანი განაგრძობს მუშაობას.

"საფრთხე სულ არსებობს ჩამონგრევის, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამუშაოები განახლებულია," - აცხადებს ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში დასაქმებული მამუკა კვინიკაძე.

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის ნაწილი 29 ივლისს ჩამოიშალა.

გვირაბის ჩამოშლის შედეგად სოფელ ბეჟათუბანის მცხოვრებლები, თამაზ ტალახაზე და ვეფხია კაკიაშვილი დაზარალდნენ. ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. მათგან ერთი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

დაშავებული მუშების ახლობლები სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობდენ. მათი თქმით, გვირაბის ჩამოშლის შემთხვევა რამდენიმეჯერ განმეორდა.

საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის თქმით, ადგილზე ხარაჩოების დამონტაჟება მიმდინარეობდა, რა დროსაც სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად მუშები დაშავდნენ

"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ შემთხვევაზე


შსს-მ ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევაზე გამოძიება დაიწყო


"ეს არ იყო პირველი შემთხვევა" - ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულების ახლობლები
Print