ახალი ამბები
"შვილები დავიბრუნე" - რატომ ამოთხარა დედამ შვილების საფლავი სამტრედიაში
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუა დედამ  შვილების საფლავი ამოთხარა და ცხედერები სხვა სასაფლაოზე გადაასვენა.

დემურ სტურუას დედ ამბობს, რომ  შვილების ცხედრები იმ მიზნით ამოთხარა, რომ მას საფლავზე მისვლას უკრძალავდნენ.

"საკუთარი შვილების სასაფლაოზე არ მიშვებდა ჩემი ყოფილი რძალი, დარიკო ჯაში. გარდაცვლილი შვილის წლისთავი მოდის და ამის გარდა, მათი საფლავების ხშირად მონახულება მინდა, რის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, სწორედ ამიტომ მოვიქეცი ასე და ჩემი შვილები დავიბრუნე," - ამბობს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა.

ნონა ჯოჯუამ გარდაცვლილი შვილების ცხედრები სოფელ კულაშიდან, სოფელ დაფნარში გუშინ გადაასვენა.

დარიკო ჯაში გარდაცვლილი შვილების დედას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას არავინ ავიწროვებდა.

"არავინ უშლიდა ხელს საფლავზე მისულიყო. პირიქით, ჩუმად მოიპარა ცხედრები და ისე გადათხარეს იქაურობა, რომ ჩვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავები შეურაცხყვეს. სულ ძვლებია დაყრილი ირგვლის, რის გამოც, სასამართლოში ვუჩივი და ამაზე პასუხს ვაგებინებ," - ნონა ჯოჯუას ყოფილი რძალი და გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა დარიკო ჯაში.

გარდაცვლილის დედასა და ბიცოლას შორის დაპირისპირება სწორედ დემურ სტურუას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამართალდამცავებმა სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე დააკავეს. თუმცა, სასამართლომ თევზაძე უდანაშაულოდ ცნო.

ნონა ჯოჯუა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილი გოდერძი თევზაძეს არ მოუკლავს. ჯოჯუას აღნიშნული განცხადების შემდეგ დარიკო ჯაში დაუპირისპირდა და აცხადებდა, რომ მან შვილის მკვლელისგან ფული აიღო.

ამავე თემაზე:

აფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახი - პოლიციელი სხვებზეც ძალადობს

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდება

"მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი ვინ არის" - დემურ სტურუას დედა
Print