ახალი ამბები
თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ტყიბულში 30 ივლისს დაკრძალავენ
FaceBook
თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას დღეს ტყიბულში დაკრძალავენ. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ტყიბულში 25 ივლისს საღამოს ჩამოასვენეს.

გარდაცვლილის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯები ოჯახმა გაიღო. ოჯახის ახლობლები ამ დრომდე არ საუბრობენ, იმაზე თუ რას შეიძლება გამოეწვია უბედური შემთხვევა.კოკა მიქიაშვილმა  ობიექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. ის ბავშვობაში დაობლდა და ამიტომ ოჯახზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, გარდაცვლილი დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

25 ივლისს, თბილისში მშენებარე კორპუსიდან 27 წლის კოკა მიქიაშვილი დაუღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ტყიბულიდან იყო.



ამავე თემაზე:

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ტყიბულში გადმოასვენებენ

თბილისში მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება

„ძმას მამობას უწევდა“ - რას ჰყვებიან მშენებლობაზე დაღუპულ ტყიბულელ ახლგაზრდაზე



თეონა ჯანელიძე
Print