ახალი ამბები
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრებიან
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები იტალიაში, ქალაქ რიმინში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრებიან.

ფესტივალი 4-10 აგვისტოს ჩატარდება. მასში რამდენიმე მიმართულება იქნება წარმოდგენილი ხატვა, ბალეტი და ვოკალი. შესაბამისად, ფესტივალში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო, სამხატვრო და ვოკალის ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. ჯამში 44 ბავშვი.

გამოფენა ჩატარდება 6 აგვისტოს, ნახატები კონკრეტულ თემაზე იქნება შესრულებული - საქართველოს პეიზაჟი, ეთნოსი და ფოლკლორი.

ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის ნატა პატარიძის თქმით გამოფენაზე აპირებენ აქცია პერფორმანსის მოწყობას.
"ბავშვებს ეცმევათ მაისურები, რომლებზეც იქნება დატანილი წარწერა: "მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - აღნიშნავს ნატა პატარიძე.

რიმინის საერთაშორისო ფესტივალზე სულ 12 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.
რიმინი იმითაც არის ცნობილი რომ იგი დიდი იტალიელი რეჟისორის ფედერიკო ფელინის მშობლიური ქალაქია.

Print