ახალი ამბები
"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ შემთხვევაზე
FaceBook
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა თბილისში გადაიყვანეს.
საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის თქმით, მუშას კლინიკა "ლანცეტში" ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.

გვირაბის ჩამონგრევის შედეგად, ასევე დაშავდა მეორე მუშაც, რომელსაც ხელზე მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

"მეორე მუშის მდგომარეობა კი სტაბილურია",  -  განმარტავს საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების დირექტორი, ვიტალი გიორგაძე.

შემთხვევა 29 ივლის, დილით მოხდა. ვიტალი გიორგაძის თქმით, ადგილზე ხარაჩოების დამონტაჟება მიმდინარეობდა რა დროსაც სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა.

მისი თქმით, რკინიგზის პროფკავშირებმა აღნიშულ გვირაბში ინსპექტირება 2 თვის წინ განახორციელეს და დარღვევები აღმოაჩინეს.

"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია", - ამბობს ვიტალი გიორგაძე.

ხარაგაულის სოფელ ბეჟას უბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირაევული კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო" ახორციელებს.

ამავე თემაზე:

ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად მუშები დაშავდნენ
Print