ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორ კანდიდატს განიხილავენ
FaceBook
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 23 პროფესიულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

მათ შორის, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პროფესიულ თეატრებში.

ქუთაისის თოჯინების თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზეა საუბარი - თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან გაბრიჭიძესა და თოჯინების თეატრის რეჟისორ ეკა სირაძეზე.


"თეატრის კრებას ორი კანდიდატურა წარედგინება. კრება რომელ კანდიდატზეც შეაჩერებს არჩევანს იმას წარადგენს თეატრი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე", - აღნიშნა ლევან გაბრიჭიძემ.

თუმცა კონკურსზე, რომელმაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა გამოავლინოს,  კანდიდატი შესაძლებელია რომელიმე საინიციატივო ჯგუფმაც წარადგინოს.

სამხატვრო ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატები დასახელდნენ მესხიშვილის თეატრშიც.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 14 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

Print