ახალი ამბები
რა პირობით გაიყიდა მწერალთა სახლის ყოფილი შენობა
FaceBook
ქუთაისში მწერალთა სახლის შენობა მიმდინარე წლის 24 მაისს გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა.

აუქციონზე მწერალთა სახლის ყოფილ შენობასთან ერთად, სხვა მიწის ნაკვეთიც გაიყიდა. კერძოდ, გაპონოვის ქუჩა N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთი.

ობიექტების აუქციონზე გაყიდვა ერთ ლოტად მოხდა, რომლის საერთო ფასმა 1 400 640 ლარი შეადგინა.

აუქციონი 8 ივნისს დასრულდა, სადაც გამარჯვებული  ინვესტორი ვალდებულია მითითებული სააუქციონო პირობები შეასრულოს. 

სააუქციონო პირობების მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებული ვალდებულია  მწერალთა შენობის ნაწილი (350 კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის გაარემონტოს და ქუთაისის მერიას დაუბრუნოს. დანარჩენ  2250 კვ.მ - ს კი  ინვესტორი სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.

სააუქციონო პირობაში ასევე მითითებულია, რომ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ინვესტორმა წარმოადგინოს უძრავ ქონებაზე საამშენებლო პროექტი. პროექტის ნებართვის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში კი განახორციელოს არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიცია.

მწერალთა სახლის შენობაში 4 ვარკვლავიან სასტუმროს მ2 ააშენებს.



ამავე თემაზე:

მწერალთა სახლის შენობის ადგილას 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ქუთაისში მწერალთა სახლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

დამწვარი შენობების ბედი ქუთაისში

ქუთაისში მწერალთა სახლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
Print