ახალი ამბები
უცხო ენების და მათემატიკის გამოცდის პასუხები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება
FaceBook

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების და მათემატიკის გამოცდაზე დაფიქსირებული პირველადი შედეგები მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.


"შესაძლოა, 31 ივლისსაც  დაიდოს უცხო ენების გამოცდის პასუხები, ამის შემდეგ მალევე გამოქვეყნდება მათემატიკის გამოცდის შედეგებიც", - განმარტავს გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა გამოცდის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე გეგმავს.

მას შემდეგ რაც, გამოცდების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი აპელაციის პროცესი დაიწყება. ივა მინდაძის თქმით, სააპელაციო პერიოდი, რომელიც პირველადი შედეგების გასაჩივრებას გულისხმობს დაახლოებით 5 დღე გასტანს, რის შემდეგაც, საბოლოო შედეგებიც გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უკვე გამოქვეყნდა ზოგადი უნარების პასუხები. შედეგების მიხედვით გამოცდებს 5000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა.


ამავე თემაზე:

ზოგადი უნარების ტესტებს 5000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა

Print