ახალი ამბები
ქუთაისში 62 კორპუსის შიდა ეზოს რეაბილიტაციაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურმა პროგრამა კორპუსის ფარგლებში 62 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობის სამუშოები შეასრულა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საბინაო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ამ თანხის დიდი ნაწილი სულხან-საბას დასახლებაში კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდა.
"ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო ამ მხრივ სულხან-საბას დასახლებაში. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი მოუწესრიგებელი შიდა ეზოები იქნებოდა ამ უბანში," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშოები ორ ეტაპად განხორციელდა.
2015 წელს ქუთაისში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 000 001 ლარია გათვალისიწინებული.
დეა მანაგაძე
Print