ახალი ამბები
ზოგადი უნარების ტესტებს 5000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა
FaceBook
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტების პირველადი შედეგების მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5000-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა.
რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს აბიტურიენტები დარჩენილ საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, ისინი სტუდენტები მაინც ვერ გახდებიან.
შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ წელს ზოგად უნარებში დაფიქსირებული შედეგები წინა წლების მონაცემებისგან თითქმის არ განსხვავდება.

"თუ შევადარებთ წინა წელს ვიტყვი, რომ დიდი განსხვავება არაა. შარშან ბარიერი ვერ გადალახა 15-16 % წელს კი იყო თითქმის იგივე მაჩვენებელი. რაც შეეხება, ტესტებს, მესამე ვარიანტი რთული აღმოჩნდა. რადგან შეუძლებელია ერთნაირი ტესტების შედგენა. ყოველთვის არის განსხვავება ტესტების სირთულეებში", - განმარტავს გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენრტის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

მისი თქმით, წელს აბიტურიენტებისთვის უფრო მარტივი ზოგადი უნარების ტესტის ვერბალური ნაწილი აღმოჩნდა, ხოლო მათემატიკა საშუალო სირთულის იყო.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე არცერთ აბიტურიენტს არ მინიჭებია მაქსიმალური 80 ქულა. უმაღლესი ქულა იყო 79, რომელიც 8 აბიტურეინტმა მიიღო. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იმ აბიტურიენტებზე მოდის, ვინც 21-დან - 40 ქულამდე დააგროვა.

იმის გამო, რომ ზოგადი უნარჩვევების ტესტების გამოცდის მესამე ვარიანტი ყველაზე რთულად დასახელდა მათთვის ვინ გამოცდის აღნიშნული ვარიანტი ჩააბარა გამსვლელი ქულა 21-ია, ხოლო პირველი მეორე და მეოთხე ვარიანტის გამსვლელი 24 ქულა არის.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საატესტატო გამოცდების შემდეგ კი მათი რიცხვი 39 000-მდე შემცირდა. ხოლო ეროვნული გამოცდებში თითქმის 37 000-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.
Print