ახალი ამბები
ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირება ათამდე ადამიანმა გააპროტესტა
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ ბუნებრივი აირის გაძვირება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა გააპროტესტეს. აქციაზე ათიოდე ადამიანი შეიკრიბა.

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ მთავრობას გაზის ტარიფის გონივრულ ზღვრამდე დაყვანისკენ მოუწოდა.




"ვაპროტესტებ გაზის ტარიფის ზრდას საერთოდ. ასევე, ვაპროტესტებ იმას, რომ თბილისში მოიმატა ხუთი თეთრით, ხოლო ქუთაისში 11-ით, ანუ 30 %-იანი ზრდა გვაქვს, მაშინ როცა 800-900 ოჯახს ქუთაისში ყოველთვიურად გაზი ეჭრება ხუთი და ათი ლარის გადაუხდელობის გამო", - ამბობს გოგი წულაია. 

ისინი, აგრეთვე, ხელმოწერების შეგროვებას ტარიფის გონივრულ ზღვრამდე მიყვანისთვის იწყებენ და აუდიტის სამსახურს მიმართავენ იმის დასადგენად თუ რამდენად სამართლიანად მოხდა გაზის ტარიფის გაძვირება. გოგი წულაია მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სექტემბრისთვის მასიურ გამოსვლებს აანონსებს.

იმერეთში რეგისტრირებული 133 600 აბონენტი გაძვირებული გაზის ტარიფს 20 ივლისიდან იხდის. სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა.

შეცვლილი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ამავე თემაზე:

20 ივლისიდან იმერეთის აბონენტებს ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ

"გააძვირონ და ხალხი შეჭამონ" - ქუთაისელები გაზის ტარიფის მომატებაზე (ვიდეო)

Print