ახალი ამბები
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს
FaceBook
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის სარკინიგზო რეისი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს.
ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან ) 7:45 წუთზე გავა და ბათუმში 10:48 წუთზე ჩავა. იმავე მატარებელი ბათუმიდან 19:30 წუთზე გამოვა და ქუთაისში 22:25 წუთზე იქნება.

"საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი, გურამ ნერგაძის განმარტებით, ადმინისტრაციამ  ცვლილება მგზავრთა მომსხურების გაუმჯობესების მიზნით  მიიღო.  

მატარებლის მგზავრობის ღირებულება 6 ლარია, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან განთავისუფლდებიან.

"მატარებელი ზაფხული სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა. როდემდე შეასრულებს რეისს მატარებელი ეს სეზონის მიხედვით გადაწყდება",  - ამბობს გურამ ნერგაძე.

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით სარკინიზგო რეისი 1 ივლისს დაინიშნა და ის მგზავრებს სხვა გრაფიკით ემსახურებოდა.


Print