ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატები დასახელდნენ
FaceBook
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სახატვრო საბჭო შედგა, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს მსახიობმა, გიორგი შალამბერიძემ და რეჟისორმა, ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა.

სამმა სხვადახვა საინიციატივო ჯგუფმა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაზე წარადგინეს თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის კანდიდატურა.

მაგრამ, როგორც თეატრში აცხადებენ გიორგი სიხარულიძეს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, შესაძლებელია შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება.

საბჭო თეატრის დასს ამ დღეებში წარუდგენს აღნიშნულ კანდიდატებს და იქ მოხდება შეჯერება თუ ვის წარადგენს თავად თეატრი.

კონკურსი საქართველოს მასშტაბით 23 პროფესიულ თეატრში ცხადდება.


ამავე თემაზე:

ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ცხადდება
Print