ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტზე" მასალის გამოქვეყნების შემდეგ წყლის დაზიანებული მილი შეაკეთეს
FaceBook
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე გამავალი გზა, რომელიც  სასმელი წყლის დაზიანებული მილის გამო იტბორებოდა, "ქუთაისიპოსტზე" მასალის გამოქვეყნების შემდგომ შეაკეთეს.

"როგორც იქნა შეკეთდა დაზიანებული მილი და უკვე აღარ გვაქვს პრობლემები," - ამბობენ შმიდტის ქუჩაზე მცხოვრებლები. წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები  26 ივლისს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა შეასრულეს.

წყალქცევის გამო შმიდტის ქუჩაზე ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლის ეზოები იტბორებოდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

ისინი ასეთ მდგომარეობაში ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. 


ამავე თემაზე:

"ქუჩა ერთ თვეზე მეტია იტბორება" - ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს



Print