ახალი ამბები
რა ქონებას ფლობენ ქუთაისის ვიცე-მერები
FaceBook
ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 24 თებერვალს შეავსო.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის ის ქალაქში ორ საცხოვრებელ ბინას და კომერციულ ფართს ფლობს. ნოდარ მიქიაშვილის სახელზეა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე 100 და 140 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინები, ასევე 50 კვ.მ კომერციული ფართი.

ვიცე-მერის საკუთრებაა ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციაში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას მემკვიდრეობით გადაეცა.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში მიქიაშვილმა ხელფასის სახით 10 600 ლარი მიიღო, ხოლო მისი დედის შემოსავალი ქონების გაქირავებიდან 18000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება, ქუთაისის მერის მეორე მოადგილეს, კონსტანტინე ქავთარაძეს, მის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი საცოხვრებელი ბინა ფიქსირდება. საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საკუთრება, რომელიც ვიცე-მერს მემკვიდრეობით ერგო, 2016 წელს მის სახელზეა რეგისტრირებული.

ქავთარაძეს, ვიცე-მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით 48 448 ლარი აქვს მიღებული.



ამავე თემაზე:

რა ქონებას ფლობს ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი

Print