ახალი ამბები
"არ იყო დამონტაჟებული მყარი მოაჯირები" - შრომის ინსპექცია კორპუსზე, საიდანაც ახალგაზრდა გადმოვარდა
FaceBook
შრომის ინსპეციის პირველადი დასკვნის მიხედვით, თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დარღვევით მიმდინარეობდა. საუბარია, იმ ობიექტზე სადაც 25 ივლისს ახლგაზრდა ბიჭი გადმოვარდა და დაიღუპა.

"პირველადი მოკვლევით დაიდო დასკვნა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გამოვლენილი მუშაობის პროცესში. გამოვლინდა, რომ კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კუთხით უზრუნველყოფა არ იყო. ასევე, არ იყო დამონტაჟებული მყარი მოაჯირები, ე.წ. ღობე უსაფრთხოებისათვის, ასევე, არ იყო დამონტაჟებული გამაფრთხილებელი ნიშნებიც. ჩვენ გამოვიკითხეთ, თუ რამდენად რეგულარულად ხდება დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულებისთვის სამუშაო პროცესის ინსტრუქციების გაცნობა, აღმოჩნდა, რომ ხელმოწერით დასაქმებულები ეცნობიან ამ ინსტრუქტაჟს, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არის წარმოდგენილი, რა სახის არის ეს ინსტრუქტაჟი. საბოლოო დასკვნა შემდგომი გამოკითხვების საფუძველზე დაიდება. რაც შეეხება, ჩვენი მხრიდან სანქციის გატარებას, ვიდრე მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევა, მანამდე ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს გავცემთ და არგათვალისწინების შემთხვევაში, კანონის ძალაში შესვლისთანავე კომპანია დაჯარიმდება", - განუმარტა ქუთაისიპოსტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.

სამშენებლო უსაფრთხოებაზე არსებულ პრობლემებს ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებს და აღნიშნავენ, რომ ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში,  დოკუმენტი უპასუხებს საერთაშორისო დირექტივებს, რაც მათი თქმით,  შრომის ინსპექციის მუშაობას უფრო ეფექტიანსაც გახდის.  

"კანონის ძალაში შესვლის შემდგომ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალებაც რომ დასმსაქმებელს რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში და კრიტიკული შაუსაბამობისას, შევუჩეროთ საქმიანობა მანამ, სანამ არ გამოასწორებენ მდგომარეობას. კანონპროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენები უკვე დასრულდა და შემოდგომის სესიაზე კანონზე მუშაობა დასრულდება", - განგვიმარტა ელზა ჯგერენაიამ.



ამავე თემაზე:

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ტყიბულში გადმოასვენებენ

თბილისში მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება

„ძმას მამობას უწევდა“ - რას ჰყვებიან მშენებლობაზე დაღუპულ ტყიბულელ ახლგაზრდაზე


თეონა ჯანელიძე

Print