ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ პანტომიმის ახალგაზრდულ თეატრს შენობა გადასცა
FaceBook
ააიპ ქუთაისის პანტომიმის ახალგაზრდულ თეატრ "დუემის" ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობა გადასცა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის საკრებულოს რიგით 35-ე სხდომაზე მიიღეს.

პანტომიმის თეატრს ქონება 30 წლიანი იჯარით გადაეცა. ქუთაისის მერიის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ წლიური საიჯარო ქირა 13 020 ლარს შეადგენს. თუმცა, თეატრმა თანხის გადახდა, ხელშეკრულების ხელისმოწერიდან, 2 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს.

"ეს ქონება ეკონომიკის სამინისტროსგან გადმოგვეცა. ორი წლით მათ საშეღავათო პერიოდი აქვთ. ორი წლის შემდეგ, შესაძლებელია, საკრებულომ გადახედოს და გადაუვადოს," - განაცხადა სხდომაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე დაინტერესდა იქნება თუ არა წლიური საიჯარო ქირის ოდენობის გადამხდელუნარიანი პანტომიმის ახალგაზრდული თეატრი.

ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ ეს თანხა თავად თეატრის მიერაა წარმოადგენილი.

პანტომიმის ახალგაზრდულ თეატრ "დუემის" ლერმონტოვის #5-ში, საჯარო ბიბლიოთეკის უკან მდებარე ფართი გადაეცა. შენობა ამ დროისთვის ამორტიზებულია. თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ თეატრი მზადაა 2 წლის განმავლობაში მისი რეაბილიტაციისთვის 60 000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელოს.


Print