ახალი ამბები
კაფე-ბარი "ფლამინგოს" შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში კაფე-ბარ "ფლამინგოს" დემონტაჟი მიმდინარეობს.
კაფე-ბარის მეპატრონე, კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ალტერნატიული ადგილი, სადაც მის საკუთრებას გადაიტანს, შერჩეული არ არის, თუმცა,  კონსტრუქციას მაინც  დაშლის და დაასაწყობებს.

კახა მეფარიშვილს კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარის დემონტაჟი მას შემდეგ მოუწია, რაც კინოს მეპატრონემ "ფლამინგოს" ადგილზე პარკირების მოწყობის მიზნით, ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კინოს გახსნას არ აპირებს.

ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" მეპატრონეს ალტერნატიულ ადგილად  ბუხაიძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რაც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ტერიტორია მათი სკვერია და იქ მშენებლობის უფლებას არავის მისცემენ.

კახა მეფარიშვილის თქმით, ბუხაიძის ქუჩაზე, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქუთაისის მერიამ 25 წლიანი იჯარით გადასცა, მოსახლეობის მოთხოვნით სკვერის მოწყობას აპირებს, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსის წინ არებულ ეზოში მათ საკუთარი ძალებით უკვე მოაწყვეს სათამაშო ატარქციონები.


ამავე თემაზე:

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა

Print