ახალი ამბები
თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ტყიბულში გადმოასვენებენ
FaceBook

თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ტყიბულიდან იყო.

27 წლის კოკა მიქიაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ის თბილისში, სტუდენტ ძმასთან ერთად, წავიდა და მისი სწავლის თანხის დასაფარად მშენებლობაზე მუშაობდა.

გარდაცვლილი ტყიბულში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

"ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, თითქმის 2 წელზე მეტია, სხვადასხვა ობიექტზე მუშაობდა. ამ კონკრეტულ მშენებლობაზე უკვე დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იმუშავა. რის გამო მოხდა, დეტალები ჯერ არ ვიცით. როგორც ვიცი, სამუშაოზე მარტო არ იყო და თვითმხილველები არიან," - ამბობს ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის დეიდაშვილი, აკაკი ფარცვანია.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ტყიბულში დღეს საღამოს ჩამოასვენებენ. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს. 


Print